თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ბოლო ინფორმაცვიით, ამ ეტაპისთვის გარდაცვლილია საქართველოს ოთხი მოქალაქე. სამაშველო ღონისძიებებში კვლავ მონაწილეობენ ქართველი მაშველები. ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთის რესპუბლიკაში დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით 1 მილიონი ლარი გამოიყო.ამასთან, გაიგზავნა ჰუმანიტარული დახმარებაც, რომელიც ქართული და საქართველოში მომუშავე თურქული ბიზნესის წარმომადგენლების ინიციატივით შეგროვდა.