საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა არც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე არ ცნობს თავს დამნაშავედ. დღევანდელ სასამართლო პროცესში მონაწილეობას დისტანციურად იღებდა, თუმცა მისი სურვლია შემდეგ სხდომას დაესწროს. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბადრი ესებუას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე პატიმრობა აღარ შეეფარდა, რადგან ბანკის ყაჩაღობის საქმეზე მას უკვე შეფარდებული აქვს. თავად საქმის პროკურორის განცხადებით, ესებუას დაკავებისას დიდი ოდენობით რუსული ფული და ე.წ. აფხაზური პასპორტი ჰქონდა. ამასთან, მოცემულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები არსებობდა.