უკრაინის დედაქალაქ კიევში, ასევე კიევისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა.
„კიევში, კიევისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო, გადაუდებელი გათიშვა განხორციელდა”, - განაცხადეს უკრაინის ენერგოკომპანიაში.
მათივე განმარტებით, იძულებულები იყვნენ, აღნიშნული პრევენციული ნაბიჯი გადაედგათ, რათა თავიდან აეცილებინათ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი დაზიანება იმ შემთხვევისთვის, თუ მტრის რაკეტები სამიზნეს მიაღწევენ. შეგახსენებთ, დღეს დილით უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.