აშშ 33 მილიონი დოლარით ზრდის საქართველოსთვის სამხედრო დახმარებას. ეს ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც შეერთებული შტატების და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა ვაშინგტონში შეხვედრა გაიმართეს.პენტაგონის ცნობით, ლოიდ ოსტინმა და ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი განიხილეს და საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე იმსჯელეს.