არღვევს თუ არა თბილისის საკრებულოს ახალი დადგენილება მოქალაქეების საკუთრების უფლებებს? საკრებულომ მრავალბინიანი შენობების ჩანაცველბის წესში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმადაც თუ მუნიციპალიტეტი თქვენი მრავალსართულიანი ავარიული კორპუსის ნაცვლად, სხვა ტერიტორიაზე ააშენებს ასევე მრავალბინიან სახლს და ბინას დასრულებული რემონტით გადმოგცემთ, მუნიციპალიტეტს ამისთვის ყველა მობინადრის თანხმობა აღარ დასჭირდება.
როგორ იმუშავებს ფურცელზე დაწერილი დადგენილება უკვე რეალურ შემთხვევებში და რა ალტერნატივას სთავაზობს მუნიციპალიტეტი დედაქალაქის ისტორიულ ან პრესტიჟულ უბნებში, მაგრამ ავარიულ სახლებში მცხოვრებ მოსახლებას? - თემაზე სასაუბროდ გადაცემა "საქმის" "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე