გასულ წელს 70 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა, ხოლო 6 ექიმს - საერთოდ გაუუქმდა. ამის შესახებ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2022 წლის მუშაობის ანგარიშშია ნათქვამი.
პროფესიული განვითარების საბჭომ განიხილა პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული 140 საკითხი 426 ექიმთან დაკავშირებით. 267 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა; მათ შორის, 191 ექიმს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება“; სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 70 ექიმს.