საქართველოს ბანკის ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა შესაძლოა, ქუთაისის ციხიდან თბილისის საპატიმროში გადაიყვანონ. ინფორმაციას მისი ადვოკატი აზუსტებს. იოსებ ჯანაშია დღესაც ამბობს, რომ ესებუა ბრალს არ აღიარებს. ადვოკატის თქმით, მას შემდეგ რაც ესებუას სახელმა ბანკის ძარცვასთან დაკავშირებით გაიჟღერა, მას გაუჩნდა განცდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა, სწორედ ამიტომ მიმალვა გადაწყვიტა.