თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 105 წლის გახდა. ამასთან დაკავშირებით, თსუ-ში საიუბილეო კვირეული მოეწყო, რომლის ფარგლებშიც ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისათვის პროფესორები დაჯილდოვდნენ. სხვადასხვა ფაკულტეტზე გაიმართა სამეცნიერო კონფერენციები და წიგნების პრეზენტაციები. გაიხსნა სახელობითი აუდიტორიებიც. საქართველოს ფოსტამ კი უნივერსიტეტის პირველ კურსდამთავრებულთა საიუბილეო მარკა გამოუშვა. უნივერსიტეტის საიუბილეო კვირეული საზეიმო კონცერტით დასრულდა.