კომუნიკაციების კომისიამ უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღის ფარგლებში საჯარო სკოლის 120 მოსწავლე გადაამზადა. გაკვეთილებს მეორე და მესამე კლასის მოსწავლეები დაესწრნენ, რომლებსაც კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების ტრენერმა კონკრეტული აპლიკაციის მეშვეობით, ინტერნეტის სწორად და უსაფრთხოდ გამოყენება ასწავლა. ევროკავშირის წარმატებულ პროექტად აღიარებული ონლაინ აპლიკაციაა ჰეფი ონლაიფ 9 ენაზეა ხელმისაწვდომი და ციფრულ სივრცეში უსაფრთხო ნავიგაციის სწავლებას ისახავს მიზნად.