„დაიცავი გელათი!“ - ამ სახელწოდებით პარტია „ლელოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტთან აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან, დაზიანებული ტაძრის ფოტოები მიიტანეს. მათ ჰქონდათ ბანერები წარწერით, „ვკარგავთ გელათს, ვკარგავთ ისტორიას, ვკარგავთ საქართველოს!"; "სოლიდარობა ქართველ მეცნიერებს".
როგორც „ლელოს“ წარმომადგენლები აღნიშნავენ, წლების განმავლობაში, გელათის ტაძრის რესტავრაციის პროცესი უმოქმედობით, არაპროფესიონალიზმით და გულგრილობით იმართება, რამაც ის დაზიანებამდე მიიყვანა.
„ლელოს“ დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, გელათის ტაძრის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლების წარმომადგენლებს ეკისრებათ.