ბუნება და მისი სამკურნალო თვისებები ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობის აღდგენისა და დაავადებების პროფილაქტიკის თვალსაზრისით.განვითარებულ ქვეყნებში ჩატარებული კვლევების თანახმად, ზოგჯერ გაცილებით ეფექტურია არა რომელიმე მედიკამენტი, არამედ ბუნებრივი ფაქტორების ზემოქმედება, რის საშუალებასაც ბალნეოლოგია იძლევა.
ბალნეოლოგია ეს არის მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს მინერალური წყლების, ზღვების წყლებისა და ტალახების ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებს და სამკურნალო- პროფილაქტიკური მიზნით მათი გამოყენების მეთოდებს. მკურნალობის და გაჯანსაღების პროგრამაში კი სულ უფრო აქტუალური ხდება სწორედ ბალნეოლოგიური ფაქტორები – ბუნებრივი მინერალური წყლები, მინერალური წყლის გამოყენება აბაზანების სახით.