საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფემ ბილბაოს უმასპინძლა და მეტოქე 78:66 დაამარცხდა. საქართველოს ნაკრების ცენტრი ტენერიფელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო, ვეტერანმა ცეტრმა შეხვედრაში 22 ქულა 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა და მატჩის MVP-ის წოდებაც დაიმსახურა.
ტენერიფემ პირველი მეოთხედი მინიმალური სხვაობით დათმო, თუმცა ტაიმის მოგება მაინც მოახერხა, გარდამტეხი კი მესამე მეოთხედი აღმოჩნდა, როდესაც მასპინძლები 13 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ წინ. ბოლო პერიოდში კი შერმადინის გუნდმა თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა. გიორგიმ 27 წუთში 14 დან 10 ორ ქულიანი და 3 დან 2 საჯარიმო ჩააგდო ზუსტად. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 23 გაუტოლდა და ეს მაჩვენებელი საუკეთესო იყო ორივე გუნდის შემადგენლობაში.
ტენერიფეს ჩემპიონთა ლიგის L ჯგუფში 3 დან 3 გამარჯვება აქვს და ცხრილს ლიდერობს. შერმადინის გუნდი 11 თებერვლიდან საერთაშორისო თასზე ½ ფინალური ეტაპიდან ჩაეთვება, სადაც 4 კონტინენტის წარმომადგენელბი მიიღებენ მონაწილეობას, ესპანელების მოწინააღმდეგე ტუნისის მონასტირი იქნება.