„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერები, პარტიის თავმჯდომარე პაატა დავითაია, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ვაშაკიძე და გენერალური მდივანი მამუკა გამყრელიძე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში მართავენ შეხვედრებს. ისინი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის დირექტორს ანდრიუს ავიჟიუსს შეხვდნენ.
როგორც პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და უსაფრთხოების გამოწვევები.
„სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შევხვდით ნატოს საპარალამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის დირექტორს ანდრიუს ავიჟიუსს. შეხვედრამ საინტერესო და საქმიან ვითარებაში ჩაიარა. ბატონ ავიჟიუსთან ვისაუბრეთ იმ საფრთხეებზე, რაც არსებობს რეგიონში უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, ასევე განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი მდგომარეობა.
ნატოს წარმომადგენელთან განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების თემა. ჩვენი საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას, რაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეაშიც აქტუალური საკითხია.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის დირექტორმა გამოხატა მზაობა და შევთანხმდით მომავალში მჭიდრო თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაღრმავებაზე“,-განაცხადა პაატა დავითაიამ.
ინფორმაციას „ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.