ფრანგული კოსმეტიკური ბრენდის, Guerlain-ის, Maison Matisse-ისა და ანრი მატისის შვილიშვილის თანამშრომლობის შედეგად, პარფიუმერიის ლიმიტირებული ბოთლი შეიქმნა, რომლის ღირებულებაც 170 000 დოლარს აღწევს.
დიზაინი Guerlain-ის ფუტკრის საკულტო ბოთლზეა დაფუძნებული, რომელიც პირველად 1853 წელს შეიქმნა — მაშინ, როცა Pochet du Courval-მა ნაპოლეონ III-ისა და ეუხენია დე მონტიხოს ქორწილისთვის საფრანგეთის ემბლემა შუშის ბოთლზე დაიტანა. ახლა კი ამ სპეციალური გამოცემისთვის ბოთლი ფერად იერს იღებს, რომელიც მატისის „მუსიკით“ არის შთაგონებული.
აქვე აღსანიშნავია, რომ თითოეული ბოთლი ხელით არის მოხატული, რაზეც დეკორაციის დიზაინერმა, ასტრიდ დე შაილემ იზრუნა. ეს უკანასკნელი მანამდე ვერსალის სასახლისა და სხვა ცნობილი ისტორიული ადგილების აღდგენაზე მუშაობდა, რაც მის პროფესიონალიზმზე მიუთითებს. თამამ ფერებსა და ფორმებზე დაყრდნობით, დე შაილემ 14-ლიტრიანი ბოთლები შექმნა — ისინი ხის ყუთში იქნება მოთავსებული, როგორც, სიმბოლურად, ნამუშევრების ტრანსპორტირებისთვის ხშირად გამოყენებადი საშუალება.
რაც შეეხება მის შიგთავსს, ბოთლები Guerlain Perfumers-ის მიერ შექმნილი სპეციალური სუნამოთი, Couleur Bonhear-ით შეივსება. „მატისი ბედნიერების სინონიმად იქცა. ეს ინიციატივაც იმავე ენერგიას, გამბედაობასა და სითბოს გამოიწვევს ადამიანებში“, — ამბობს ანრი მატისის შვილიშვილი.