საქართველოს მოქალაქე ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორგაძე, იგივე ლავასოღლი ალბანეთის დედაქალაქში დააკავეს. ინფორმაციას Euronews-ის ალბანური ბიურო ავრცელებს. მედია წერს, რომ ლავასოღლი უკრაინის მოქალაქის სახელით ტირანაში იმალებოდა.