"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ინიციატივით, დღეს 17 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები აქციას გამართავენ. დაანონსებულმა აქციამ პოლიტიკურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ნაციონალური მოძრაობის სტრატეგია საბოლოო ჯამში იმ პოლიტიკურ აქტორებს აზიანებს, რომლებიც მსგავს აქციებში არიან ჩართული, რადგან ეს მესამე პრეზიდენტის პრობლემის გადაჭრას ხელს ვერ შეუწყობს.