ახლა დიდი გეოპოლიტიკური საკითხები წყდება, უკრაინასთან ერთად ყველა სწორი ძალა გაიმარჯვებს და ბოროტება დამარცხდება, მაგრამ ქართველები გულზე ხელებდაკრებილი არ უნდა ელოდონ, არამედ აქტიურად გამოხატავდნენ თავიანთ პოზიციას, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი „ვივამედიდან“ გამოგზავნილ წერილში წერს.
ამასთან, სააკაშვილი მხარდაჭერისთვის ადვოკატებსა და პოლიტიკოსებს მადლობას უხდის.
„მადლობა ყველა პატიოსან ექსპერტს, მარიამ ჯიშკარიანის გუნდს, ყველა ადვოკატს - შალვა ხაჭაპურიძეს, ზურა ვანიშვილს, ვალერი გელბახიანს ამ დიდი უსამართლობისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის.
დიდი მადლობა ყველა პოლიტიკოსს სოლიდარობისა და ადამიანობისთვის. ეს ბრძოლა გრძელდება და ბევრად მეტზეა საუბარი, ვიდრე უბრალოდ ჩემი ბედი. ახლა დიდი გეოპოლიტიკური საკითხები წყდება და უკრაინასთან ერთად ყველა სწორი ძალა გაიმარჯვებს და ბოროტება დამარცხდება, მაგრამ ქართველები გულზე ხელებდაკრებილი არ უნდა ელოდონ, არამედ აქტიურად გამოხატავდნენ თავიანთ პოზიციას“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.