შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რეადმისიის ფარგლებში, უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უკან დაბრუნების 2022 წლის სტატისტიკა გამოაქვეყნა. როგორც ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, გასული წლის განმავლობაში ჯამში საქართველოს 3 014 მოქალაქის რეადმისია განხორციელდა.
შედარებისთვის, 2021 წელს ეს მაჩვენებელი - 2 547 იყო. როგორც მონაცემებიდან ირკვევა, 2022 წლის განმავლობაში საქართველომ სულ 3 034 რეადმისიის განაცხადი მიიღო. აქედან 3 014 განაცხადი დააკმაყოფილა, ხოლო 20-ზე - უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო.
რეადმისიის ფარგლებში უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს ყველაზე მეტი - 1 681 მოქალაქე გერმანიიდან დააბრუნეს, საფრანგეთიდან -560; შვეიცარიიდან - 143; საბერძნეთიდან - 120 და პოლონეთიდან - 101. ჩამონთვალში მოხვდნენ ასევე ბელგია, იტალია, ჰოლანდია, ესპანეთი, შვედეთი და სხვა.