ევროპის 14 ქვეყნის 26 წამყვანი უნივერსიტეტის 45 წარმომადგენელი შეიკრიბა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც პერსონალის მეხუთე საერთაშორისო კვირეულს მასპინძლობს. ხუთი დღის განმავლობაში კვირეულის მონაწილეები უნივერსიტეტების ეფექტურად მართვის პროცესში სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობას განიხილავენ.
მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს და განიხილავენ. საერთაშორისო კვირეული თსუ-ს 105 წლის იუბილეს ეძღვნება.