თურქეთის ქალაქ ანთაქიაში, მიწისძვრის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა ინფორმაცია მიწისძვირს შედეგად ანთაქიაში საქართველოს მოქალქის ნ.ზ. გარდაცვალების შესახებ.
საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა კავშირზეა როგორც დაღუპულის ოჯახის წევრებთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.