მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები მცირდება. ამ დროისთვის ბირჟაზე Brent-ის ტიპის საწვავის ფასი ბარელზე 80 დოლარს შეადგენს, ამერიკულ ნედლ ნავთობზე კი 73 დოლარს. კლების მიზეზი ამერიკის შეერთებულ შტატებში შრომითი ბაზრის მონაცემების გამოქვეყნებას უკავშირდება.
ანგარიში აჩვენებს, რომ შრომით ბაზარზე მოსალოდნელზე უკეთესი მდგომარეობაა და მიმდინარე წლის იანვარში დამატებით 517,000 ადამიანი დასაქმდა, რაც ეკონომისტების გამოთვლებს, 185,000-ს მნიშვნელოვნად აღემატება.