დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად 284 ადამიანი დაიღუპა თურქეთში და 237 კი სირიაში. ორივე ქვეყანაში დაშავებულია 3000-ზე მეტი ადამიანი. დანგრეულია ასეულობით შენობა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.