გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში 65 წელს გადაცილებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯერ ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მეზობლების თქმით, მამაკაცი პოლიციის ყოფილი თანამშრომელია. ის მეუღლესთან ერთად სოფელ რეხაში გორიდან საცხოვრებლად რამდენიმე წლის წინ გადავიდა. ახლობლები მომხდარის ვერსიებზე ვერ საუბრობენ.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.