იტალიის სერია ა-ს 21-ე ტურში ნაპოლი სპეციას ესტუმრა და 3:0 დაამარცხა მეტოქე. ნეაპოლელთა სასტარტო შემადგენლობაშ იყო საქართველოს ნაკრების შემტები ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც 74 წუთში გოლს + ასისტი შესრულება შეძლო.
შეხვედრის პირველი ნახევარი ორივე გუნდისთვის მძიმე აღმოჩნდა, სპალეტის გუნდი უპირატესობას ფლობდა, მაგრამ გოლის გატანას ვერ ახერხედნენ. რამდენიმეჯერ ეფექტურად ითამაშა კვარაცხელიამ, თუმცა მას ხან მეკარემ აჯობა, ხანაც მცველებმა. მეოტე ტაიმის სტარტზევე ნაპოლიმ ბურთი კარგად გაითამაშა, რის შემდეგაც სპეციას კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომლის შესასრულებლადაც ხვიჩა მივიდა და ქართველმა სერია ა-ში მერვე გოლი გაიტანა. ამის შემდეგ ნაპოლიმ სრული უპირატესობა მოიპოვა და მეტოქის კარს არაერთხელ დაემუქრა, თავის მხრივ მასპინძლებიც ცდილობდნენ კონტრშეტევაზე გოლის გატანას, მაგრამ ნაპოლის დაცვა იდიალურად გამოიყურებოდა. 68-ე წუთზე კვარაცხელიას ჩაწოდებას საჯარიმოში აერულობა მოჰყვა, რითაც ვიქტორ ოსიმენმა ისარგებლა და ნიგერიელმა ფორვარდმა სპეციას კარი ამ შეხვედრაში მეორედ აიღო. 5 წუთში მასპინძლებმა თავიანთი საჯარიმოს წინ ბურთი დაკარგეს, რის შემდეგაც კვარაცხელია მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, ქართველ შემტევს გოლის გატანა თავადაც შეეძლო, მაგრამ გადაცემის გაკეთება უკეთეს პოზიციაში მყოფ ოსიმენისთვის გადაწყვიტა, რომელმაც კვარას ეს გარჯა დაუფასა და დუბლი შეასრულა. საბოლოოდ შეხვედრა ნაპოლის გამარჯვებით 3:0 დასრულდა. ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში სერია ა-ში 9 საგოლე გადაცემა და 8 გოლი დაუგროვდა.
ნაპოლის ამ გამარჯვების შემდეგ 56 ქულა აქვს და ცხრილის სათავეშია ის უახლოეს მდევარ...... ქულით უსწრებს. ნეაპოლიტანელები შემედგ შეხვედრას 12 თებერვალს კრემონეზეს წინააღმდეგ შინ გამართავენ.