"ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე, რომელზეც ლევან ხაბეიშვილმა პარტიის თავმჯდომარის პოსტი ოფიციალურად ჩაიბარა, იმყოფებოდნენ როგორც ლევან ხაბეიშვილის, ისე ნიკა მელიას და გიორგი მუმლაძის მხარდამჭერები, თუმცა თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატებიდან პარტიის ყრილობაზე მხოლოდ გიორგი მუმლაძე გამოჩნდა.ხაბეიშვილის თანაგუნდელები იმედოვნებენ, რომ პარტიის ახალი თავმჯდომარე "ნაციონალურ მოძრაობას" მეტად გააქტიურებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ყველაფერს გააკეთებს. "ნაციონალირ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესები შეაფასეს სხვა პარტიების წეარმომადგენლებმაც, რომლებიც ყრილობაზე იმყოფებოდნენ.