უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას მინისტრის პოსტს დატოვებს. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა - Ukrainska Pravda სამთავრობო და სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, მისი შემცვლელი, სავარაუდოდ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი იქნება.
”მე არ მქონია საუბარი ამ თანამდებობიდან ჩემი გადადგომის შესახებ”, - განუცხადა რეზნიკოვმა „უკრაინსკა პრავდას“
ასევე Kyiv Independent-ს, წყარომ, რომლის ვინაობაც არ სახელდება, დაუდასტურა, უახლოეს მომავალში, რეზნიკოვის ჩანაცვლების ალბათობა.
გარდა, ამისა „უკრაინსკაია პრავდა“ აღნიშნავს, რომ რეზნიკოვი შესაძლოა დაინიშნოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე, რადგან „პრეზიდენტის ოფისში არავის ეპარება ეჭვი“, რომ რეზნიკოვი უნდა დარჩეს მთავრობაში.
უკრაინული მედია წერს, რომ იუსტიციის ამჟამინდელი მინისტრი დენის მალიუსკა, შესაძლოა დაინიშნოს ევროპაში უკრაინის დიპლომატიურ მისიაში ელჩად.
არ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ უხელმძღვანელებს უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს, თუკი ბუდანოვი თავდაცვის მინისტრი გახდება.
56 წლის ოლექსი რეზნიკოვი თავდაცვის მინისტრის პოსტს 2021 წლის 4 ნოემბრიდან იკავებს.