უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის თავდასხმები ცხრა დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს . უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაცია ყურადღებას ამახვილებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე კუპიანსკის, ლიმანის და ბახმუტის მიმართულებებზე. კუპიანსკის მიმართულებით მტერმა დაბომბა ხარკოვის ოლქის რამდენიმე დასახლება, დაიბომბა ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას, ზაპაროჟიეს სოფლები. გენშტაბი აცხადებს, რომ ზოგიერთი მობილიზებული რუსი სამხედრო უარს ამბობს საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე. 3 თებერვლის მდგომარეობით, ლუგანსკის რეგიონიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაბრუნდა 600-მდე მობილიზებული რუსი სამედრო პირი. გენშტაბი აღნიშნავს, რომ გასული დღის განმავლობაში უკრაინის საჰაერო ძალებმა განახორციელეს ხუთი დარტყმა მტრის პერსონალისა და სამხედრო აღჭურვილობის მიმართულებით, ასევე ორი დარტყმა საზენიტო-სარაკეტო სისტემებზე.