ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის ორგანიზებითა და ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საერთაშორისო კონფერენცია კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში მიმდინარეობს . კონფერენცია 2 დღიანია და მას 200-ზე მეტი ენდოკრინოლოგი და დაინტერესული პირი ესწრება. ქართველ მედიკოსებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ ამერიკელი, ესპანელი ჰოლანდიელი, თურქი და ქართველი ექსპერტები კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში.