საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ეხმაურება. ორგანიზაცია წერს რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობის გამო შეშფოთებულები არიან, მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა კი მმართველ პარტიას ეკისრება. კრიტიკული საერთაშორისო გამოხმაურებების ფონზე ოპოზიცია ფიქრობს რომ სასამართლო დამოუკიდებელი არაა, ამიტომ არ აქვთ მოლოდინი რომ სააკაშვილს სასჯელი გადაუვადდება. ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან თვითდაზიანების მცდელობაზე საუბრობენ ხალხის ძალაში.