უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები უკრაინაში შეტევას ოთხი მიმართულებით აგრძელებენ. რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვისა და მოკილაევის მიმართულებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე 20 საჰაერო და 3 სარაკეტო დარტყმა გაანხორციელეს. თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.