მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების დღევანდელი სასამართლო პროცესი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. პენიტენციურმა სამსახურმა ორი მოწმე დაკითხა, მათ შორის იყო კლინიკა ვივა მედის დირექტორი ნინო ნადირაძე . დაცვის მხარისთვის, მის მიერ მიცემული ჩვენება არაკომპეტენტურია. საპასუხოდ, მოწმის განმარტებით, თავად შალვა ხაჭაპურიძე პირად საუბარში მიხეილ სააკაშვილს არაეთიკურად მოიხსენიებდა. მისივე განმარტებით, პაციენტის ჯანმრთელობის მთავარი პრობლემა საკვების განზრახ არ მიიღებაა, რის გამოც ის წონაში იკლებს. ამასთან, ოჯახის წევრებს მასთან შესაბამისი კალორაჟის საკვები არ შეაქვთ. დღევანდელი პროცესის შემდეგი მოწმე სამხარაულის საექპერტო ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტი იყო. მისი განმარტებით, დაცვის მხარის მიერ დასმული კითხვები არაკომპეტენტურია. ამ წუთებში სასამართლო პროცესზე პენიტენციური სამსახურის შემდეგი მოწმე, ფსიქიატრი აკაკი ტყემალაძე იკითხება.