ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ მან „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა.
შარლ მიშელი კიევში უკრაინა- ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა.
„დავბრუნდი კიევში ევროკავშირი-უკრაინის სამიტზე დასასწრებად ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ჯოზეფ ბორელთან ერთად.
ჩვენი გადაწყვეტილებები კვლავ მტკიცეა. ჩვენ მხარს დაგიჭერთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“,- განაცხადა შარლ მიშელმა.
ცნობისთვის, კიევში ევროკავშირი-უკრაინის სამიტი დღეს გაიმართება. მას ქვეყნის პირველი პირი ვოლოდიმირ ზელენსკი უმასპინძლებს. სამიტში მონაწილეობის მისაღებად კიევში გუშინ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და ევროკომისრები ჩავიდნენ.