შსს-ს თანამშრომლებმა არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით შიდა ქართლში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, პირი, რომელსაც ბრალად ედება 7 წლის ბავშვის გაუპატიურება, მოზარდის ნათესავია.
როგორც "პალიტრანიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი, გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ გაუპატიურებას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას ვადით 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ ითვალისწინებს.