19 დევნილი ოჯახი თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი გახდა. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ გარემონტებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ოთხოთახიანი ბინები მრავალსულიან ოჯახებს გადასცა.
სამინისტროს ცნობით, საცხოვრებელი ფართები დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გაანაწილა.
სააგენტოს დირექტორის, ირაკლი მხეიძის განცხადებით, დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტია და ორმაგად სასიხარულოა, როცა ბინებს მრავალშვილიანი ოჯახები იღებენ.