ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის საკითხზე დებატები გაიმართა, რომელსაც პოლიტიკურ წრეებში შეფასებები მოყვა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, ზეწოლა რომელსაც საქართველოს ხელისუფლება პარტნიორებისგან განიცდის, მნიშვნელოვანია ექსპრეზიდენტის გადარჩენისთვის.
მმართველი პატრიის წევრის გია ვოლსკის შეფასებით კი, ევროპარლამენტარებს სააკაშვილისთვის უნდა მოეწოდებინათ, რომ მკურნალობის კურსს დაემორჩილოს. მისივე თქმით, ევროპარლამენტარები ექსპრეზიდენტის გამოჯანმრთელებაზე არ არიან ორიენტირებულები.