რუსმა სამხედროებმა კრამატორსკზე იერიში კიდევ ერთხელ მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ქალაქის მერი ალექსანდ გონჩარენკო ავრცელებს.
„კვლავ დარტყმა კრამატორსკზე. ისხედით თავშესაფრებში“, - განაცხადა გონცარენკომ.
ცნობისთვის, რუსულმა ძალებმა წუხელ დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკს „ისკანდერ-K“ ტიპის რაკეტებით დაარტყეს. შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 21 - დაშავდა.