ევროპარლამენტმა კორუფციაში ეჭვმიტანილ კიდევ ორ ევროდეპუტატს იმუნიტეტი მოუხსნა. მედიის ინფორმაციით, იმუნიტეტი იტალიელ ანდრეა კოცოლინოსა და ბელგიელ მარკ ტრაბელას მოუხსნეს, რომლებიც ევროპარლამენტში "სოციალისტებისა" და "დემოკრატების" ჯგუფის წვერები არიან.
გამოძიების მიხედვით, კოცოლინო ეჭვმიტანილია ქრთამის მიღებაში მაროკოსგან, ხოლო ტარაბელა კატარისგან.
ორივე დეპუტატი კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობას უარყოფს, თუმცა მზად არის გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის.
აღსანიშნავია, მარკ ტარაბელა დღეს გამართულ კენჭისყრაში თავადაც მონაწილეობდა და მისთვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას თავადაც დაუჭირა მხარი.