წლის განმავლობაში ისევ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა შენარჩუნდება. გადაწყვეტილება ამის შესახებ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე მიიღო და რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ის დონეზე დატოვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყანაში ინფლაციური მოლოდინები მცირდება, თუმცა ამის მიუხედავად, ჯერჯერობით რეფინანსირების განაკვეთის შემცირების საჭიროება დღის წესრიგში არ დგას.
როდის ვარაუდობს სებ-ი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას, რა გავლენას იქონიებს ეს სესხებზე, რას ნიშნავს, რომ ხელფასები ბოლო პერიოდში ქვეყანაში პროდუქტიულობაზე მეტად იზრდება და რა გავლენა აქვს ამ ყველაფერს ინფლაციაზე? - თემაზე სასაუბროდ გადაცემა "საქმის" სტუმარია ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა