საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში, თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებს ყარსში შეხვდა. შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ერთობლივი სამხედრო წვრთნებისა და სწავლებების მნიშვნელობაზეც.