ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დებატების გამართვას ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი ეხმაურება. მათი შეფასებით, აღნიშნული დებატები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშივილის საკითხის მნიშნელობაზე მიუთითებს.
"გირჩი - მეტი თავისუფლების", "სტრატეგია აღმაშენებლისა" და "დროას" ლიდერების განცხადებით, ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები მნიშვნელოვანი ბერკეტია იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი სამართლებრივად გადაწყდეს.