საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფემ თურქული „დარუშაფაკა“ 80:59 დაამარცხა. ესპანელები შეხვედრაზე სრულ კონტროლს ფლობდნენ და დამაჯერებლად გაიმარჯვეს. კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ნაკრების ვეტერანმა კალათბურთელმა.
ქართველი ცენტრი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პარკეტზე 19 წუთი გაატარა რა დროშიც 16 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. გიორგის ანგარიშზე 10 დან 6 ორქულიანი და 4 დან 4 საჯარიმო გამოიყენა. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტი 19 იყო და ის მატჩის MVP გახდა.
ლენოვო ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის L ჯგუფში ორიდან ორი გამარჯვებით ცხრილის სათავეშია. გიორგის გუნდი შემდეგ შეხვედრას სტუმრად მადრიდის რეალის წინააღმდეგ 5 თებერვალს გამართავს.