"სალიმს ლოტი", ცნობილი ამერიკელი მწერლის, სტივენ კინგის საშინელებათა ჟანრის რომანია. წიგნის ორიგინალი 1975 წელს გამომცემლობა Doubleday-ს მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა.
წიგნში მოვლენები ვითარდება გამოგონილ პატარა ამერიკულ ქალაქ სალიმს-ლოტში, სადაც უცნაური ამბები ხდება, მზის ჩასვლის შემდგომ ქალაქს თითქოს ბოროტი სულები ეპატრონებიან, ერთიმეორის მიყოლებით ქრებიან ადამიანები. ერთ დროს წყნარ ქალაქში ეხლა შიშია გამეფებული, რომელსაც ბორცვზე წამომართული ძველი სახლი, „მარსტენ-ჰაუსი“, გადმოჰყურებს. სწორედ ამ სახლიდან იღებს სათავეს ქალაქის მაცხოვრებელთა უბედურება. ქალაქს ამ რთულ პერიოდში უბრუნდება წიგნის მთავარი გმირი მწერალი ბენ მიერსი , რომელსაც მოუწევს დასძლიოს ბავშვობის დროინდელი შიში და უშველოს ქალაქს , რომელსაც საშინელი არსებები დაეპატრონნენ.
სტივენ კინგი პორტლენდში, მეინის შტატში, 1947 წლის 21 სექტემბერს დონალდ ედვინ კინგისა და ნელი რუთ პილსბურის ოჯახში დაიბადა. მწერლის კარიერა 1959 წელს დაიწყო, როდესაც უფროს ძმასთან ერთად , ადგილობრივი, საქალაქო გაზეთის გამოცემა დაიწყო. 1960 წელს მან 18 მოთხრობისგან შემდგარი კრებული გამოუშვა სახელწოდებით „ხალხი, ადგილები და რამეები—ტომ!“ .ერთი წლის თავზე გამოიცა წიგნის მეორე ნაწილი „ვარსკვლავური დამპყრობნი“.
მწერალს გაყიდული აქვს მისი წიგნების 350 მლნ-ზე მეტი ეგზემპლარი და კარგად ცნობილია საშინელებათა ლიტერატურის ჟანრში, რომელშიც ჟანრის ისტორიის საფუძვლიანი ცოდნით გამოირჩევა. მას ასევე დაწერილი აქვს არაერთი სასცენო ტექსტი როგორც ფანტასტიკის, ასევე არაფანტასტიკურ ჟანრში.კინგი ასევე ავტორია ტელესცენარებისა, მათ შორის, კომიკურ ჟანრში.
"სალიმს ლოტი" ადაპტირებულია 1979 წლის ორნაწილიან მინისერიალში, რეჟისორ ტობი ჰუპერის მიერ და 2004 წლის სატელევიზიო მინისერიალში, რომლის რეჟისორიც მიქაელ სალომონია. ამჟამად წარმოების პროცესშია მხატვრული ფილმის ადაპტაცია, რომლიც გარი დობერმანის რეჟისორობით გამოვა ტელეეკრანებზე.
წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2023 წელს გამომცემლობა "პალიტრა ელის" მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე Palitral.ge