ესპანეთი უკრაინას M113 ტიპის 20 ერთეულ ჯავშანტრანსპორტიორს გადასცემს, - ინფორმაციას უკრიანული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამხედრო დახმარებას კიევში 6 თებერვალს გააგზავნიან.
სამხედრო დახმარების აღნიშნული პაკეტის შესახებ განცხადება ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა გასულ კვირას ლატვიაში ვიზიტის დროს გააკეთა.
ეპანეთი უკრაინას M-113 ტიპის ჯავშანმანქანებს, რომლებიც Transporte Oruga Acorazados-ის სახელითაა ცნობილი, რუსეთის თავდასხმის წინააღმდეგ სამხედრო დახმარების ფარგლებში მიაწვდის.