ვთვლი, რომ საქართველოს მთავრობას აქვს მიზანი - მოკლას სააკაშვილი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტთან ალექსანდრ ვან დერ ბელენთან კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოები საჯაროდ წარადგინა. მისივე თქმით, გაუგებარია, საქართველოს ხელისუფლება ნეიტრალურია თუ რუსეთისკენაა.
ამავდროულად პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა დიდი პატივისცემით ეპყრობა ამა თუ იმ შიდა საკითხს, მაგრამ არ ესმის სააკაშვილისადმი ასეთი დამოკიდებულება.
ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკიც. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება უნდა მოხდეს და ფოტოები საერთაშორისო პარტნიორებს გაუგზავნა.