მაიკლ ჯექსონის როლს ბიოგრაფიულ ფილმში მისი ძმის შვილი შეასრულებს - Palitra News

მაიკლ ჯექსონის როლს ბიოგრაფიულ ფილმში მისი ძმის შვილი შეასრულებს

2023-02-02 07:56:23+04:00

მაიკლ ჯექსონის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმში მთავარ როლს პოპის მეფის 26 წლის ძმისშვილი - ჯაფარ ჯექსონი შეასრულებს. ამის შესახებ Deadline-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ჯაფარი მაიკლის უფროსი ძმის, ჯერმეინის შვილია. ის 12 წლიდან მღერის და ცეკვავს. ჯაფარმა სოცქსელებში უკვე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ბიძის ცნობილ პოზაში დგას.