ანია ტეილორ ჯოიმ ახლახან დაადასტურა, რომ ტვიტერის ანგარიში გაუტეხეს და პოსტი, რომელიც The Queen’s Gambit-ის მეორე სეზონს ეხებოდა, მას არ დაუწერია. მსახიობს ტვიტერი 2020 წლის ნოემბრის შემდეგ არ გამოუყენებია, ხოლო 30 იანვარს ანიას ტვიტერზე ასეთი პოსტი გამოქვეყნდა: "The Queen’s Gambit-ის მე-2 სეზონი". მართალია, პოსტი 10 წუთში წაიშალა, თუმცა ინტერნეტი მაშინვე სერიალის მეორე სეზონზე ალაპარაკდა.
"ჩემი ტვიტერის ანგარიში გატეხილია. ყველას ბოდიშს გიხდით უხერხულობისთვის. ეს მე არ ვყოფილვარ", — დაწერა ანია ტეილორ-ჯოიმ თავის ინსტაგრამზე.
შეგახსენებთ, რომ The Queen’s Gambit ჭადრაკის ვუნდერკინდი ობოლი გოგონას ცხოვრებას მოგვითხრობს, რომლის როლსაც ანია ტეილორ-ჯოი ასრულებს. სერიალის მოვლენები ცივი ომის პერიოდში ვითარდება და ის ბეთ ჰარმონის ცხოვრებას წარმოგვიდგენს 8-იდან 22 წლამდე. მთელი ამ დროის განმავლობაში ის ადიქციას ებრძვის, პარალელურად კი ნელ-ნელა მსოფლიოში საუკეთესო მოჭადრაკე ხდება.
The Queen’s Gambit 62 მილიონი ნახვით ნეტფლიქსის ყველაზე ნახვადი მინისერიალი გახდა. Netflix-ის განცხადებით, შვიდეპიზოდიანი სერიალი მის ტოპ 10-ში მოხვდა 92 ქვეყანაში, ხოლო 63 ქვეყანაში — მათ შორის დიდ ბრიტანეთში, არგენტინაში, ისრაელსა და სამხრეთ აფრიკაში — პირველი ადგილი დაიკავა. სერიალის მე-2 სეზონის შესახებ ამ ეტაპზე ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება