კრემლი ამერიკის მხრიდან უკრაინისათვის შორი რადიუსის რაკეტების შესაძლო გადაცემის ფაქტს აფასებს - ვლადიმერ პუტინის მთავარი სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რაკეტების შესაძლო გადაცემაზე საუბრით, აშშ დაძაბულობისა და ესკალაციის დონეს ზრდის, თუმცა ეს ე.წ სპეციალური საბრძოლო ოპერაციის მსვლელობას ვერ შეცვლის. მისივე თქმით, შექმნილი ვითარება რუსეთისგან დამატებით ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა მოვლენების მიმდინარეობას ვერ შეცვლის.