პროკურატურამ დაბა გომისმთაში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების 7 ფაქტი გამოავლინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წელს, ბრალდებულებმა მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ყალბი დოკუმენტები წარადგინეს, რომ თითქოს 2007 წლამდე მიწის ნაკვეთებს დაბა გომისმთაში თვითნებურად ფლობდნენ, რის საფუძველზე, ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ ჯამში 1 405 კვადრატ მეტრი მიწის ნაკვეთს, რითაც სახელმწიფოს 301 530 ლარის ზიანი მიაყენეს.