მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად მხარდამჭერები საქალაქო სასამართლოს გარეთაც შეიკრიბნენ. ნაციონალური მოძრაობის ახლადარჩეული თავმჯდომარე და მისი თანამოაზრეები აანონსებენ, რომ თუ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადდება, პარტია მისი გათავისუფლების მოთხოვნით მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციებს დაიწყებს. ფიქრობენ რომ თუ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტს კლინიკაში რაიმე მოუვა, ეს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას დაასამარებს.