დღეიდან, ავტომობილის განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი გახდა და ავტომობილის ტიპის მიხედვით 20 ან 30 ლარით განისაზღვრა. რაც შეეხება ტექინსპექტირების პროცესში დაგეგმილ სხვა ცვლილებებს, მათ შორის ვიზუალური გამონაბოლქვის ინსტრუმენტულ მონიტორინგს, რეგულაცია ძალაში, სავარაუდოდ, ზაფხულიდან შევა და პროცესში გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალური ეკიპაჟები ჩაერთვებიან.
ტექინსპექტირების წესში მომეტებული ხმაურის ინსპექტირებაც შევიდა. ინსპექტირების ჩამტარებელი პირი დაახარვეზებს ავტომობილს, რომლის ხმაურის მაჩვენებელი ნორმას ცდება.